2017-03-17 09:53:32
ელისო კილაძე საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსს მიმართავს

 ელისო კილაძე შვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადაუგზავნის. კილაძე აცხადებს, რომ მისი შვილი უკანონო პატიმარია და მომხდარს საკუთარ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. კილაძეს კითხვები აქვს გამოძიებასთან. ის საქმეში არსებულ დარღვევებზეც ამახვილებს ყურადღებას.

"სად არის ეს ვიდეო მასალა, როცა მოხდა ჩემი შვილის დაკავება, რომ მას ნამდვილად ამოუღეს ეს ნარკოტიკული საშუალებები. რატომ არ იქნა მიწვეული არცერთი გარეშე მოწმე? ხაზგასმით ვამბობ, საქმეში არის მხოლოდ სამი პოლიციელის ჩვენება," - აცხადებს ელისო კილაძე.  

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული დავით ხარშილაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს დაცვის მხარე.

ამავე თემაზე