2017-03-15 17:45:20
ელისო კილაძის შვილს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ელისო კილაძის შვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა: 

"ორთვიანი პატიმრობა როგორც მოსალოდნელი იყო.
ჩემი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის მძევალი.
დღეიდან ჩემი ყველა დღე არის თითო აგური ამ ხელისუფლების დემონტაჟის გზაზე." წერს ჟურნალისტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 

რაც შეეხება სასმართლო პროცესს, ის დღეს 16 საათისთვის დაიწყო. კილაძის ინფორმაციით, დავით ხარშილაძემ პროცესზე პოლიციის მხრიდან განხცორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა:

"ჩემმა შვილმა პროცესზე განაცხადა რომ მას პოლიციის სამმართველოში პირდაპირ აგინებდნენ დედას, ეუბნებოდნენ რომ ვარ მილიონერი ,აყენებდნენ შეურაცხყოფას.
გამოაცხადა შიმშილობა-რომელსაც მისი მდგომარეობის გამო სულ ერთი კვირა გაუძლებს." წერს კილაძე.

ამავე თემაზე