მენინგოკოკური ინფექციით 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა
2017-03-11 17:47:12 · ამობეჭდვა

მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 4 წლის ბიჭი ბათუმის „დედათა და ბავშვთა“ ცენტრში 8 მარტს მოათავსეს, შემდეგ კი თბილისში, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმების განმარტებით, კლინიკაში ბავშვი უკვე მძიმე მდგომარეობაში, მენინგოკოკური სისხლჩაქცევებით მიიყვანეს. ბავშვი მენინგოკოკური ინფექციის შედეგად გარდაიცვალა.





გაზიარება და მოწონება