მაქსიმალურად დავეხმარებით მოსახლეობას-თბილისი მერი კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებზე საუბრობს
2017-03-11 13:20:07 · ამობეჭდვა

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე დამწვარი სახლი თბილისის მერმა დაათვალიერა. დავით ნარმანიას განცხადებით, მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას ზარალი სრულად აუნაზღაურდეს. ნარმანიას ინფორმაციით, ზარალის დათვლის შემდეგ მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ვიდრე სახლის აღდგენითი სამუშაოები დასრულდება, ოჯახებს, რომლებსაც სხვაგან არ აქვთ თავშესაფარი, დედაქალაქის მერია ბინის ქირას გადაუხდის. მისი თქმით, დაზარალებულები გუშინ ღამე სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა. ნარმანია ამბობს, რომ დღეს დამწვარ შენობას ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლები დაათვალიერებენ.

”დღეს, ტერიტორია სუფთავდება. ამის შემდეგ ყველა ოჯახი, რომელიც ჯერ კიდევ არ შესულა, შევა და დაათვალიერებს ნივთებს თუ რა მდგომარეობაა. პარალელურად, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად მიმდინარეობს ზიანის აღწერა. ჩვენ დავიწყებთ სახლის აღდგენის სამუშაოებს. მანამდე, იმ ოჯახებს, რომლებსაც სხვაგან არ აქვთ ჭერი გავიყვანთ და ბინის ქირას გადაუხდის დედაქალაქის მერია. მათ მიეცემათ გარკვეული რესურსები იმისათვის, რომ აღიდგინონ ზიანი, რაც ხანძრის შედეგად მიადგათ, რასაკვირველია, გარკვეული ფულადი თანხაც მიეცემათ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.







გაზიარება და მოწონება