70-მდე დაზარალებული ოჯახი და დაშავებული სამი მაშველი-ხანძარი კლდიაშვილის ქუჩაზე
2017-03-11 10:33:29 · ამობეჭდვა

კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 500 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი დაიწვა. ხანძრის კერა სამსართულიანი სახლის სახურავზე გაჩნდა. დაზარალებულია 70-მდე ოჯახი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება კი 3-მა მეხანძრემ მიიღო. ხანძარს, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, 20 ერთეული სამაშველო ბრიგადა აქრობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დაუდევრობით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.







გაზიარება და მოწონება