2017-03-06 18:11:09
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა აპრილიდან გაგრძელდება

„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, აპრილიდან აუცილებლად გაგრძელდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, პროგრამის ბენეფიციარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი გახარია შეხვედრის მონაწილეებს მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით მთავრობის გეგმების შესახებ ესაუბრა და მათი მოსაზრებები მოისმინა. პროგრამის ბენეფიციარებმა მინისტრს პროგრამის შესახებ საკუთარი ხედვები გააცნეს. პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, უკვე დაფინანსებულია 4  910 მიკრო და მცირე მეწარმე.

ამავე თემაზე