საქართველო შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება - გენერალი პეტრ პაველი
2017-03-02 16:08:23 · ამობეჭდვა

საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი ხელმძღვანელობს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდა. გენერალმა პეტრ პაველმა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება:

„მსურს აღვნიშნო, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა აქტიურ ფაზაშია. გასულ თვეს, რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამჟამად, სამხედრო კომიტეტი სპეციალურ სესიას მართავს საქართველოში. მჯერა, რომ ეს ღონისძიებები ნათლად ადასტურებს ნატო-საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და ნატოს დაინტერესებას საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და ნატოს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას მოიცავს. ყველა აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია როგორც ნატოსთვის, ისევე საქართველოსთვის. შეხვედრაზე განვიხილავთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს ფართო კონტექსტში. საქართველო შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება და შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“ განაცხადა პეტრ პაველმა







გაზიარება და მოწონება