„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ინოვაციურ პროექტზე მუშაობს
2017-02-23 11:28:35 · ამობეჭდვა

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ინოვაციურ პროექტზე მუშაობს. პოლონელ პარტნიორებთან ერთად ქ. ტყიბულში ნახევრად კოქსის წარმოების ქარხნის მშენებლობა იგეგმება სადაც, ნედლეულის სახით ადგილობრივი ქვანახშირი გამოიყენება. აღსანიშნავია რომ კოქსის მიღება ახალი ტექნოლოგიური პროცესის თანხლებით მოხდება, რომელიც პოლონური მხარის მიერ არის აღმოჩენილი და პირველად ახალი საწარმოს პირობებში ჩაეშვება. გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი(ნახევარ კოქსი) კი ფართოდ გამოიყენება მეტალურგიაში, კერძოდ კი ფეროშენადნობების წარმოებაში. პირველ ეტაპზე ქარხანაში იფუნქციონირებს ნახევრად კოქსის წარმოების ორი ხაზი. პროექტი ქართული და პოლონური მხარის ერთობლივი ინვესტიციით განხორციელდება. ქარხნის გაშვება 2018 წლიდან იგეგმება.





გაზიარება და მოწონება