2017-02-21 14:04:43
ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა-პრეზიდენტი

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმცია დარღვეულია- ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. ე.წ. ციანიდის საქმეზე მარგველაშვილმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა. 

გიორგი მარგველაშვილი მხარეთა თანასწორობის პრინციპის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს საქმეზე საუბრის შესაძლებლობა.

”პირველ რიგში, მინდა ყველას გაგიზიაროთ სიხარული იმისა, რომ პატრიარქი დაბრუნდა საქართველოში, თავს გრძნობს მხნედ, ჯანმრთელად. პატრიარქთან ერთად ჩვენ შევხვდით ჩვენს მეუფეებს. მე დავესაწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ეკლესიასთან მიმართებაში ვითარდება. პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვანი თავყრილობას, პატრიარქი და მეუფეებიც ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ. ეს არის თათბირი სადაც ყველას აქვს განსახვავებული, ღია დისკუსიის შესაძლებლობა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ამავე თემაზე