2017-02-20 08:40:36
,,ევროპული საქართველო" სადისციპლინო კომიტეტს შოთაძის განცხადებების შესწავლა სთხოვს

ე.წ. ციანიდის საქმეზე  ოპოზიცია მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაყენების მოთხოვნით პარლამენტში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.  ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ  საპროკურორო სადისციპლინო საბჭომ შოთაძის საქმიანობაში დანაშაულის ნიშნების არსებობა უნდა შეისწავლოს.

„ვიწყებთ მიმართვებს სადისციპლინო კომიტეტისადმი, საპროკურორო სადისციპლინო საბჭოსადმი, რომ დაიწყოს შესწავლა მთავარი პროკურორის საქმიანობაში დანაშაულის სავარაუდო ნიშნების ან დისციპლინური გადაცდომის არსებობის შესახებ. რომლის ლოგიკური დასასრულიც უნდა იყოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომა. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მთავარი პროკურორი ქვეყანაში პასუხს უნდა აგებდეს საკუთარ ქმედებებზე,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ამავე თემაზე