2017-02-19 14:15:22
"რუსთავი2"-ის მხარადსაჭერად - "ენმ"-ს შეკრება "ვარდების მოედანზე"(ვიდეო)

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები, ამ წუთებში "ვარდების მოედანზე" იკრიბებიან. ისინი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან. მსვლელობა პარლამენტის შენობის მიმართულებით რამდენიმე წუთში დაიწყება. 

პარლამენტის შენობასთან კი აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია. "რუსთავი2"-ის მხარდამჭერებმა შეკრება უკვე დაიწყეს.

უკვე დამონტაჟებულია სპეციალური სცენა, სადიდანაც აქციის მონაწილეებს სიტყვით, "რუსთავი2"-ის თანამშრომლები მიმართავენ.

რუსთავი2-ის თანამშრომლები სიტყვის თავისუფლების დასაცავად დღეს პარლამენტის შენობასთან სამის ნახევარზე შეიკრიბებიან .

ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო სექტორის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შეუერთდება.

ამავე თემაზე