”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველომ 21.9 მლნ-ით იზარალა- "ენმ"-ს პრეზენტაცია
2017-02-16 13:09:04 · ამობეჭდვა

პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ დღეს პარლამენტში დარგობრივ კომიტეტზე გაზპრომსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე გაზის ტრანსპორტირების სფეროში და მის ტრანსფორმაციით გამოწვეულ ფინანსურ ზარალზე ისაუბრა და შესაბამისი პრეზენტაციით წარსდგა. ”ნაციონალური მოძრაობის” აზრით, ”გაზპრომი” ქართულ მხარეს უხდის 5 აშშ დოლარს ყოველ 100 კმ-ზე გატარებულ 1000მ3-ში, რის შედეგად, წინა კონტრაქტთან შედარებით, 21.9 მლნ ზარალს განიცდის.

”ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე არის 221 კმ.
წლის განმავლობაში გატარებული გაზის მოცულობა არის დაახლოებით 2 მლრდ მ3.

ყოველ 100 კმ-ზე გატარებული 1000 მ3 გაზის ტრანზიტის ღირებულება მსოფლიოში სხვადასხვა პრაქტიკის მიხედვით შეადგენს: ა) 3$ ბ) 5$ გ) 6$.
რა თანხას მიიღებს საქართველო გაზპრომისგან ტრანზიტის განსხვავებული ტარიფების პირობებში?

ა) 2 000 000 000/1000*2.21*3=$13.3 მლნ, ბ) 2 000 000 000/1000*2.21*5=$22.1 მლნ, გ) 2 000 000 000/1000*2.21*6=$26.520 მლნ.
გაზის ტრანსპორტირების საფასურის ანაზღაურების დღემდე არსებული სქემა (ნატურით გადახდა)

საქართველო ტრანზიტის საფასურად ნატურის სახით იღებდა 200 000 000/1000*220= 44 მლნ. დოლარის ღირებულების გაზს;
საქართველო ტრანზიტის საფასურად ნატურის სახით გაზპრომის მიერ შემოთავაზებული ახალი ფასით მიიღებდა 200 000 000/1000*185= 37 მლნ. დოლარის ღირებულების გაზს;

ნატურით ანაზღაურების ნაცვლად ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის შემთხვევაში, (როცა ტრანზიტის ღირებულება $5 დოლარის ტოლია) ზარალი არის ა) $21.9 მლნ (44-22.1), ბ) $14.9 მლნ (37-22.1);

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი (დღგ-ს გარეშე ) 13,83 ლარი/1000 მ3;

რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანსპორტირების საფასური (დანახარჯები პლიუს მოგება) ლარის ძველი გაცვლითი კურსით არის $8,33 (13.83/1.66) ხოლო დღევანდელი კურსით $5,18 (13.83/2.67).
ა) ძველი კურსით 2 მლრდ მ3 გაზის ტრანსპორტირება ჯდება $16 660 000 (2 000 000 000/1000*8.33), ბ) დღევანდელი კურსით კი $10 360 000(2 000 000 000/1000*5.18).

ტრანზიტის ხარჯების შემდეგ რჩება: ა) ძველი კურსით $5 440 000 (22 100 000 -16 660 000), ბ) დღევანდელი კურსით $11 740 000 (22 100 000 -10 360 000).

თუ ტრანზიტის ღირებულება $6 დოლარის ტოლია მაშინ: ნატურით ანაზღაურების ნაცვლად ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის შემთხვევაში, (როცა ტრანზიტის ღირებულება $6 დოლარის ტოლია) ზარალი არის ა)$17,480 მლნ (44-26.520), ბ) $10.480 მლნ (37-26.520).

ტრანზიტის ხარჯების შემდეგ რჩება: ა) ძველი კურსით $9 860 000 (26 520 000-16 660 000), ბ) დღევანდელი კურსით $16 160 000 (26 520 000-10 360 000).

“გაზპრომი” უხდის ქართულ მხარეს $5-ს ყოველ 100კმ-ზე გატარებულ 1000 მ3 გაზში.

2017 წელს, “გაზპრომი”, სავარაუდოდ, პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ტრანზიტის საფასურის ანაზღაურებას ახდენს ძველი ფორმით, ნატურით, გატარებული გაზის მოცულობის 10 პროცენტის ოდენობით. წლის დარჩენილ პერიოდში გადახდა მოხდება ზემოთ აღნიშნული ტრანზიტის ტარიფის შესაბამისად.

2018 წელს ქართულ მხარეს აქვს უფლება “გაზპრომისაგან” შეიძინოს გაზი 185 დოლარად.

კონტრაქტი არის ორწლიანი და აქამდე არსებული ყველა პირობა, მათ შორის ტრანზიტის ტარიფი და გაზის ფასი შესათანხმებელია თავიდან.
“გაზპრომი”ვალდებულებას იღებს გადაიხადოს ტრანზიტის საფასური, მიუხედავად იმისა, გაატარებს თუ არა გაზს სომხეთში.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოგება 2013-2015 წწ:

2013 წელი - 17,805 ლარი; 2014 წელი - 12,787 ლარი; 2015 წელი - 42,217 ლარი (ზარალი).

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოგება: 2013-2015 წწ.

2013 წელი - 111,603 ლარი, 2014 წელი - 93,465 ლარი, 2015 მოგება - 40,558 ლარი”, - აღნიშნულია პრეზენტაციაში.





გაზიარება და მოწონება