2017-01-26 09:43:04
ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, სასამართლომ ბათილად ცნო

 გაზეთი „ლელო“ -ს ინფორმაციით, თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა. ის პრეზიდენტად 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ აირჩიეს. სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც 136 დელეგატიდან 135-მა მიიღო მონაწილეობა, სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი.საქმის განხილვა სასამართლოში სწორედ მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ოლიმპიური კომიტეტი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არჩევნებამდე იმყოფებოდა და 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილად ითვლება.
განჩინება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გადაეგზავნა.

სარჩელის საფუძველი დელეგატთა რეგისტრაციის წესს უკავშირდება.
 

ამავე თემაზე