2017-01-18 20:33:36
მთავრობა ხელშეკრულების შინაარსს პრეზიდენტს უმალავს- "2018 წლიდან წელიწადში ვკარგავთ 20 მილიონ დოლარს"

ენერგეტიკის მინისტრის განცხადებას, რომელიც მან "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ გააკეთა, უკვე მოყვა გამოხმაურება "ენმ"-ში. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ  2018 წლიდან საქართველო წელიწადში 20 მილიონ დოლარს დაკარგავს და ხელისუფლება გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების შინაარს პრეზიდენტს უმალავს:

"მთავრობა პრეზიდენტსაც კი უმალავს გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების შინაარს. არ ამბობენ, თუ რამდენს გადაგვიხდიან ტრანზიტში და რა რაოდენობის გაზი მოგვივა ამ თანხაში. 
ჩვენი ინფორმაციით 2018 წლიდან წელიწადში ვკარგავთ 20 მილიონ დოლარს. გარდა ამისა, იკარგება გაზპრომზე ზემოქმედების ბერკეტები. 
მთავრობამ მკაცრად უნდა აგოს პასუხი ამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის. მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრის გადაყენება არაა საკმარისი." წერს გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ამავე თემაზე