2017-01-18 11:19:58
NDI: გამოკითხულთა 74 % აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად,  გამოკითხულთა 74 % აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო იმ ფონზე, როცა ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქალაქეთა 51,63%-იანი აქტივობა იყო. კვლევის თანახმად, მხოლოდ გამოკითხულთა 26 %-ი ამბობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. 

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

ამავე თემაზე