2017-01-17 17:10:22
"მე ამ კადრების ყურება მინდოდა... წიგნის გამოცემას ვაპირებ" - დედის მკვლელობაში ბრალდებული

76 წლის ქალის გამზრახ მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი აცხადებს, რომ მშობლების მხრიდან მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.

„მშობლები 19 წელი მაწამებდნენ. ვიცი საზოგადოება ამას სხვანაირად აღიქვამს, მაგრამ მე ამ კადრების ყურება მინდოდა. ვაცნობიერებ, რომ ბევრი წელი პატიმარი ვიქნები. ჩემი გამოცდილება ქიმია-ფიზიკის კუთხით გავიღრმავე. წიგნის გამოცემას ვაპირებ. ჩემი დედინაცვალი და მამინაცვალი მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი შვილი მიწაში როგორ უნდა იწვეს და შენ მიწაზე როგორ უნდა დადიოდეო. მათ ცხოვრება გამიმწარეს. ყველანი ადამიანები ვართ. რომ გამწარდები, ვინ რას იზამს არავინ იცის. ხდებოდა ჩემზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა", - აღნიშნა ირმა ყოჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პრიოცესზე, სადაც შესაძლო რიტუალური მკვლელობის საქმის სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა. მოსამართლემ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულების საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ. ამაზე უარი თავად ბრალდებულებმა თქვეს. 

ამავე თემაზე