2017-01-14 13:21:04
მაგნოლიას გადასატანად ასწლოვან ევკალიპტის ხეებს ჩეხავენ

გზაზე, სადაც ივანიშვილის მაგნოლია უნდა გაატარონ, ასწლოვან ხეებს ჩეხავენ-ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ასწლოვანი ევკალიპტის ხეების გაჩეხვის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ხეების ტოტები ხელს უშლის მაგნოლიის ხის გატარებას, რომელიც ციხისძირიდან შეკვეთილში ბიძინა ვანიშვილს მის ტერიტორიაზე გადააქვს.

ადგილობრივები მოჭრილი ხის ტოტებს აგროვებენ და სახლში მიაქვთ. რაც შეეხება მანქანას, რომელზეც მაგნოლიის ხე დგას, ის სავარაუდოდ ევკალიპტის ხეების გაჩეხვის შემდეგ დაიძვრება.

 

ამავე თემაზე