დოკუმენტში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას ე" />
ვიზალიბერალიზაციის შესახებ დოკუმენტს ლიბეს კომიტეტმა მხარი დაუჭირა
2017-01-12 14:50:52 · ამობეჭდვა

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ დოკუმენტში, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შმედეგ შეძლებენ, კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.







გაზიარება და მოწონება