,,როცა ტოვებ ძლიერ გაერთიანებას და იძახი, ივანიშვილს მინდა ვებრძოლოო, აქ კითხვის ნიშნები ჩნდება..."- მელია
2017-01-12 14:43:44 · ამობეჭდვა

„როდესაც ამ გაერთიანებას ტოვებ, ძლიერ გაერთიანებას და თან იძახი ბიძინა ივანიშვილს მინდა ვებრძოლოო და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მინდა ჩამოვშალოო, ბუნებრივია, მე აქ კითხვის ნიშნები მაქვს."- აცხადებს ენმ-ს ერთ ერთი ლიდერი ნიკა მელია.

ნიკა მელიას თქმით, გიგა ბოკერიამ იმავე საქციელისთვის ადრე პარტიის სხვა წევრები გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ნაციონლაური მოძრაობა საუკეთესო პლაცდარმი იყო ბიძინა ივანიშვილის არაფორმლურ მმართველობასთან საბრძოლველად.

,, მე კითხვა ვუსვამ ბატონ ბოკერიას, რატომ აკრიტიკებდა ჯგუფს, რომელიც გავიდა გირჩებში და რატომ აკრიტიკებდა ჯგუფს, რომელიც შეუერთდა გიორგი ვაშაძეს? პრაქტიკულად, გიგა ბოკერიამ მოღალატეებად შერაცხა ვაშაძის გაერთიანებისა და გირჩის წევრებიც,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.





გაზიარება და მოწონება