ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
"ტყუილად ჰგონია ივანიშვილს და მის მარიონეტ პროკურატურას, რომ ამ სასამართლოში დაბარებებით ვინმეს შეაშინებს"
2017-01-12 12:31:57 · ამობეჭდვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლისა და ქვემო-ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე კირკიტაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს საქმე პოლიტიკურია.

"ეს საქმე არის სუფთა პოლიტიკური. ორი წლის წინ დაიწყო ივანიშვილის ჯიბის პროკურატურამ და გადმოიტანა სასამართლოში. ტყუილად ჰგონია ივანიშვილს და მის მარიონეტ პროკურატურას, რომ ამ სასამართლოში დაბარებებით ვინმეს შეაშინებს, ან ხელს ააღებინებს იმის განზრახვაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მოშორდეს საქართველოს",- განაცხადა კირკიტაძემ.

საუბარია ე.წ ტრაქტორების საქმეში დავით კირკიტაძის მონაწილეობაზე. პროკურატურა მას გუბერნატორობის პერიოდში 2 ერთეული ტექნიკის არამიზნობრივად გამოყენებას ედავება.საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გულისხმობს კონკრეტული სპეცტექნიკის გამოყენებას არასახელმწიფოებრივი მიზნებისთვის.







გაზიარება და მოწონება