”ენმ”-დან მიდის საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული პოლიტიკური გუნდი - წიკლაური
2017-01-12 09:55:55 · ამობეჭდვა

საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული პოლიტიკური გუნდი- ასე უწოდებს "ენმ"-ს წევრი ნუგზარ წიკლაური პარტიის იმ ჯგუფს, რომელის სავარაუდოდ დღეს გააკეთებს განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ:

”ეს არის საკუთარ ამომრჩეველთან ბრძოლაში დამარცხებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც იმდენად იზოლირებულია, იმდენი პოლიტიკური სიმამაცეც კი არ გააჩნია, რომ საკუთარი პარტიის ყრილობაზე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე წარდგეს. ამავე დროს, დღევანდელი დღე არის კაბინეტური მმართველობის და კარჩაკეტილობის დასასრული. ”ნაციონალური მოძრაობა” უბრუნდება ეროვნულ და დემოკრატიულ საწყისებს და კვლავ ხდება იმგვარი პოლიტიკური ძალა, რომლის კარი ღიაა ყველა პატრიოტისთვის. ამ თვალსაზრისით, იწყება ჩვენი ბრძოლის ისტორიული ეტაპი და ეს ეტაპი უთუოდ დასრულდება საქართველოს გამარჯვებით. ახლა ყველას გვჭირდება მხნეობა, ახალი ბრძოლებისთვის მზადება და ერთ მუშტად შეკვრა. ძალა ერთობაშია”,- აცხადებს ნუგზარ წიკლაური.





გაზიარება და მოწონება