პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური, დაჭრეს
2017-01-11 23:09:58 · ამობეჭდვა

ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით პრეზიდენტის სიძე, მაკა ჩიჩუას შვილის მეუღლე მინდია გოგოჭური დაჭრეს. დაჭრის ფაქტს შს სამინისტროს პრესსამსახური ,,პირველ რადიოსთან " ადასტურებს.

საქმე აღძრულია 118-მუხლით,რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ასევე, 236-ე მუხლით,რაც გულისხმობს იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას. გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილმიმდინარეობს გამოძიება. გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის მეუღლეა.





გაზიარება და მოწონება