მარშანია: არა მხოლოდ პროსტიტუცია, ნარკოტიკების გავრცელების ადგილებიცაა
2017-01-11 19:42:23 · ამობეჭდვა

ბარები, რომლებზეც დღეს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა, არა მხოლოდ პროსტიტუციის, ნარკოტიკების რეალიზაციის ადგილიცაა. ამ განცხადებას "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, დეპუტატი ადა მარშანია ტელეკომპანია "იბერიის" საინფორმაციო გამოშვება "ახალ ამბებთან" საუბარში აკეთებს. მარშანიას თქმით, აუცილებელია ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანომ რეაგირება მოახდინოს:

"არა მხოლოდ პროსტიტუციაა არალეგალური, არამედ არის ნარკოტიკების გავრცელების ადგილების კლუბები. ეს არის ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელი რასაკვირველია. ამიტომ, ერთი მხრივ საგანგაშოა პრემიერ-მინისტრის განცხადება და ჩვენ, პარლამენტმა უნდა ჩვენი მხრიდან აუცილებლად რეაგირება გავაკეთოთ." განუცხადა მარშანიამ "ახალ ამბებს"





გაზიარება და მოწონება