"ხელების და ფეხების დამტვრევით დამემუქრნენ" - "გირო კრედიტის" ხელმძღვანელი პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავებაზე საუბრობს
2017-01-11 18:17:31 · ამობეჭდვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტის" ხელმძღვანელი გიორგი გუგუმბერიძე სამართალდამცველების მხრიდამ უკანონო დაკავებაზე საუბრობს. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე, რომელის "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ოფისში გაიმართა და მისმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, გიორგი გუგუმბერიძისგან პოლიცია უკანონოდ- სასამართლო ბრძანებისა და პროკურორის დადგენილების გარეშე, ვიდეოჩანაწერების მიწოდებას ითხოვდა, რაზევ გუგუმბერიძემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ კი "გირო კრედიტის" ხელმძღვანელი საკუთარ სახლში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და წაიყვანეს პოლიციაში. გუგუმბერიძის თქმით, პოლიციის უფროსმა საკუთარ კაბინეტში მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ხელების და ფეხების დამტვრევით დამემუქრნენ, გამომიცხადეს, რომ ვარ დაკავებული,"- განაცხადა გირო კრედიტის ხელმძღვანელმა, გიორგი გუგუმბერიძემ.





გაზიარება და მოწონება