ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს ხვალ უყრის კენჭს
2017-01-11 18:00:42 · ამობეჭდვა

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 12 იანვარს უყრის კენჭს. ამის შესახებ კომიტეტის ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული. კენჭისრა დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.

LIBE-ს კომიტეტის მიერ რეგულაციის დამტკიცების შემდეგ, აღნიშნულ საკითხს პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.

LIbE-ს კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ევროკავშირის საბჭოს მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) 13 დეკემბერს დაადასტურა ევროპარლამენტთან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმება.

წყარო 2030







გაზიარება და მოწონება