გიორგი ვაშაძემ მაიკროსოფტის ჩიკაგოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დირექტორთან შეხვედრა გამართა
2017-01-11 17:29:35 · ამობეჭდვა

გიორგი ვაშაძემ, მორიგი შეხვედრა მაიკროსოფტის ჩიკაგოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დირექტორთან ადამ ჰეკმანთან გამართა. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩიკაგოსა და ილინოისის შტატში და განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გზები. აუცდიენცია გაიმართა ასევე როტერის გენერალური მდივანთან ჯონ ჰეუკოსთან. განიხილეს „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობა.

„ ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გზები მაიკროსოფტთან და როტერთან. როტერი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამშრომლობითი ქსელი და აქვთ 35 ათასზე მეტი ოფისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ. ამერიკელმა პარტნიორებმა გაგვიზიარეს გამოცდილება და მივიღეთ მხარდაჭერა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებში“- განაცხადა ვაშაძემ.

„ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი შტატებში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაესწრო, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლას ჩიკაგოში.

გაიმართა რამდენიმე ლექცია კელოგის მენეჯმენტის სკოლაში თემაზე- „ახალი თაობის რეფორმები და განვითარების ახალი შესაძლებლობა“

გიორგი ვაშაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებსი 4 იანვარს და იწყო და 15 იანვარს დასრულდება. დაგეგმილია 35-მდე ოფიციალური შეხვედრის გამართვა.






გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე