2017-01-11 16:49:02
ლარი მცირედით გამყარდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.7395 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.7403 ლარს შეადგენდა.

 ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა.ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8820 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.9023 ლარს შეადგენდა. 

ამავე თემაზე