ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
"შევეცდებით უკან მოვიტოვოთ წარსული და მთელი აქცენტი გადავიტანოთ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაზე"
2017-01-11 16:15:41 · ამობეჭდვა

ზურაბ ჭიაბერაშვილი "ენმ"-ში არსებულ დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პარტიის გაყოფა გარდაუვალია:

„ჩვენ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, რაც სერიოზულად ასუსტებს ივანიშვილის რეჟიმთან წინააღმდეგობის გაწევის ფრონტს. როგორც ამ მომენტისთვის ჩანს გაყოფა გარდაუვალია. მაგრამ, ჩვენ შვეცდებით უკან მოვიტოვოთ წარსული და მთელი აქცენტი გადავიტანოთ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაზე, ვინაიდან ეს არის დღეს მთავარი ამოცანა. დღევანდელი ხელისუფლება ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.







გაზიარება და მოწონება