„გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება არის მაქსიმუმი, რაც ამ პირობებში შესაძლებელი იყო
2017-01-11 15:42:39 · ამობეჭდვა

ფინანსთა მინისტრი და ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, რომ "გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმება არის მაქსიმუმი, რაც ამ პირობებში შესაძლებელი იყო, რომ გაკეთებულიყო და საქართველომ ენერგეტიკული უსაფრთხოება სრულად შეინარჩუნა. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორად კვლავ აზერბაიჯანი რჩება.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელშეკრულება განულდა პირველ იანვარს და ჩვენ ხელშეკრულება აღარ გვქონდა - ანუ არაფერი არ არსებობდა და ჩვენს ურთიერთობებს არაფერი არ არეგულირებდა. ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით. პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება შევინარჩუნეთ სრულად. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი დარჩა, ჩვენი გაზის მოწოდება დარჩა აზერბაიჯანიდან. ამ ნაწილში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ ნაწილში არანაირი ცვლილება არ არის“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.





გაზიარება და მოწონება