მთავრობამ ლარიზაციის სისტემა დაამტკიცა
2017-01-11 14:38:16 · ამობეჭდვა

რა შედეგს მოიტანს სესხების გალარების პროცესი და ვის შეეხება სუბსიდირება?- დღეს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დასრულების შემდეგ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ლარის გამყარებას შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს, 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1-ელი იანვრისთვის. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, ამ შემთხვევაში 2016 წლის 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს მთავრობა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შესაძლებელია მსესხებელს ჰქონდეს მეტი სესხი, თუმცა იმ ნაწილზე საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას არ განახორციელებს და ეს იქნება მსესხებლის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.






გაზიარება და მოწონება