ქართული მხარე „გაზპრომის“ მოთხოვნას დათანხმდა
2017-01-11 13:47:25 · ამობეჭდვა

ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული საკითხი განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება “გაზპრომ-ექსპორტთან” ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. საუბარია საქართველოს გავლით სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანიზიტის საფასურზე. როგორც ირკვევა საქართველო ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და დაეთანხმა “გაზპრომის” მოთხოვნას გატარებული ბუნებრივი აირის სანაცვლოდ ნედლეულის ნაცვლად ფულადი ანაზრაურების მიღებას.

“ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგო მატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს ეს იქნება ერთ ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დედიციტის დასაკმაყოფილებლად მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებული ფასით. ხეშეკრულება არის მოკლევადიანი. ორი წლის ვადით, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანაზღაურებით ანგარშსწორება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად”, – განაცხადა კალაძემ.







გაზიარება და მოწონება