ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ დააკავებენ
2017-01-11 12:28:01 · ამობეჭდვა

ელისო კილაძე ამ წუთებში მთავრ პროკურატურას ჩვენებას აძლევს. საქმე ეხება პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქვეყნების საკითხს.

„ისინი კითხულობენ კანონის მხოლოდ მეორე მუხლს, სადაც ლაპარაკია განსაკუთრებულ შემთხვევებზე, მაგრამ არ კითხულობენ და არ აქვთ წაკითხული ამავე კანონის 45-ე მუხლი, სადაც მკაფიოდ წერია, ყველაფერი რომ დამერღვია, რაც ამ კანონში მუხლებია ჩამოთვლილი, მე მეკუთვნის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება. თუ მიდიან ქრონიკა პლუსის დახურვაზე, ესეც არის ერთი ამბავი და გამოჩნდება დღეს, მკაფიოდ მეტყვიან, თუ მედავებიან იმას, რომ ეს კანონი დავარღვიე, ამ კანონის დარღვევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ვერცერთ შემთხვევაში ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული,“- განაცხადა ელისო კილაძემ.

ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ მას დღეს ბრალიც წარედგინოს.

„ამ პროკურატურის პირობებში, რომელიც არის პოლიტიკური პროკურატურა და პოლიტიკური დამკვეთების პროკურატურა, არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს,“- აღნიშნა კილაძემ.







გაზიარება და მოწონება