2017-01-11 12:07:18
პროსტიტუცია - "არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას რაც იქ ხდება"- პრემიერის განმარტება ღამის კლუბებზე (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე  ბარებთან და ღამის კლუბებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება განმარტა. გიორგი კვირიკაშვილი განცხადების გასაკეთებლად მთავრობის ადმინისტრაციის მედიაცენტრში ჩავიდა:

„რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა თუ ვინმემ ეს ასე გაიგო, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, ჩემთვის სამწუხარო ხდება ამ კლუბებში ის რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის არასრულწლოვანი ჩვენი მოაქალაქეების და არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში. ეს არის ის მწარე რეალობა რომელიც ჩვენ გვაქვს და ამის წინააღმდეგ ზომების მიღება დავავალე შს სამინისტროს და ასევე ამ სიტუაციის შესწავლა დავავალე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ჩემს მრჩეველს, სოფო ჯაფარიძეს, ვინაიდან შესაძლოა ხდებოდეს ანტიდისკრმინაციული კანონმდებლობის დარღვევა, იმ კუთხით, რომ უშვებენ მდედრობითი სქესის ადამიანებს და არ უშვებენ მამრობითი სქესის ადამიანებს. პრობლემა იმ კუთხით, რომ იქ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით, რომ იქ ხდება ქართველი არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში.

ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და უფრო მეტიც ეს არის ჩემი როგორც ამ ქვეყნის შვილის ღირსების შეურაცხყოფა და სწორედ ამიტომ არის პრობლემატური ეს საკითხი, რომ გადაწყდეს რაც შეიძლება მალე,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე