ეს გარემოებები ახალი კანონპროექტებით უნდა აღმოიფხვრას-მთავარი პროკურორის მოადგილე ე.წ. მოსმენების კანონზე
2017-01-10 18:16:50 · ამობეჭდვა

ფარული მოსმენების თემაზე სპეციალური კომისიის პირველი სხდომა დასრულდა. შეხვედრას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მესამე სექტორი, ძალოვანი და საგამომძიებო უწყებების წარმომადგენლები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაესწრნენ. ვის უნდა ჩაბარდეს ე.წ. მოსმენების გასაღები მხარეებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ.

„ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი ის გარემოებები, რაც არის მითითებული, რაც პრობლემურად დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ, ეს გარემოებები ახალი კანონპროექტებით უნდა აღმოიფხვრას,“ - განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა.

არასამთავრობოები დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას მოითხოვენ, რათა ხელისუფლების კონტროლი სისტემაზე მინიმუმამდე დავიდეს.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე