,,ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ადამიანის უფლებები და მეორეს მხრივ სახელმწიფოს უსაფრთხოება“-შალვა ხუციშვილი
2017-01-10 18:12:38 · ამობეჭდვა

ფარული მოსმენების თემაზე სპეციალური კომისიის პირველი სხდომა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი შს მინისტრის მოადგილემ გააკეთა.მისი თქმით, ყველა ქვეყანაში სისტემაზე კონტროლს ახორციელებს ხელისუფლება.

„ყველგან ამ სისტემაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს არის თითქმის ყველა იმ ვარიანტში , იმ ქვეყნებში რაზეც ჩვენ ვიმსჯელეთ. მთავარია სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. მთავარია მოხდა შეხედულებების თანხვედრა, რომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ერთის მხრივ ადამიანის უფლებები და მეორეს მხრივ სახელმწიფოს უსაფრთხოება“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.







გაზიარება და მოწონება