ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს
2017-01-10 17:45:33 · ამობეჭდვა

მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს. მაია რჩეულიშვილის მეუღლის ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, მან მკურნალობაზე უარი პროტესტის ნიშნად განაცხადა.

რჩეულიშვილის ოჯახისწევრები ამბობენ, რომ მას გულსა და ფილტვზე ოპერაციის ჩატარება სჭირდება, რაც ხანგრძლივ ეფექტურ რეაბილიტაციას მოითხოვს, რეაბილიტაციის გარეშე მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, მკურნალობის კურსის ჩატარება მასაც სჭირდება თუმცა მკურნალობაზე ისიც უარს აცხადებს.

რჩეულიშვილი პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.







გაზიარება და მოწონება