ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
მაია რჩეულიშვილს საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ- პროკურორი
2017-01-10 12:04:26 · ამობეჭდვა

მაია რჩეულიშვილმა უარი განაცხადა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე და სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ- ეს განცხადება პროკურორმა დავით გუმბერიძემ „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, ბრალდებული სასამართლოში გამოცხადებას თავს არიდებს და პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს:

„ჩვენ ვამბობთ, რომ დაცვისა და ბრალდებულის მხრიდან ადგილი აქვს სასამართლოში გამოცხადების თავის არიდებას. ამით ცდილობენ პროცესი გაჭიანურდეს. შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ პროცესი დაინიშნოს 12 იანვარს და ამ მიზეზით კიდევ არ მოხდეს სასამართლო პროცესების გაჭიანურება, რათა დასრულდეს საქმის დროულად განხილვა.შემდეგ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე გეგმავს იმ მოწმეების დაკითხვას, რომლებიც ბრალდებულის მამხილებელ ჩვენებას იძლევიან. ესენი არიან „ცენტრ-პოინტ აჭარას“ თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მაია რჩეულიშვილის მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორისაა ბუღალტერი, რომლის დაკითხვაში მონაწილება სურდა თავად ბრალდებულს“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.







გაზიარება და მოწონება