“პოლიციელმა კლიმიაშვილმა საფულე წამართვა და თანხა მოიპარა“-სკანდალური განცხადება "იბერიას" ეთერში(ვიდეო)
2017-01-09 22:15:27 · ამობეჭდვა

“პოლიციელმა საფულე წამართვა და თანხა მოიპარა“- აღნიშნული განცხადება, ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში, მოქალაქე დიმიტრი ჯავახიშვილმა გააკეთა. გადაცემა პრიორიტეტებში მან სამართალდამცავები ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც დაადანაშაულა.

ჯავახიშვილი ჰყვება, რომ მას და მის მეგობრებს კახეთში ყურძნის ჩაბარების ბიზნესი ჰქონდათ და ისინი სამართალდამცავებმა თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

მისივე თქმით, დაკავებისას მათ არც საბუთები წარუდგინეს, არც უფლებები გააცნეს.





გაზიარება და მოწონება