წელს ისეთი ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, რაც ლარის სტაბილურობას განაპირობებს-გიორგი პაპავა
2017-01-09 09:19:02 · ამობეჭდვა

ეკონომიკური ზრდა წელს ჩვენ არ გვექნება ისეთი, რამაც შეიძლება ლარის სტაბილურობა განაპირობოს- ამის შესახებ განცხადებას, ეკონომიკის ექსპერტი გიორგი პაპავა აკეთებს. ანალიტიკოსი ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს და ხელისუფლების ეკონომიკურ გეგმასაც აფასებს. პაპავა ამბობს, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებამ, რომელიც სესხების გალარებას ეხება, შესაძლოა მხოლოდ მოკლევადიანი შედეგი გამოიღოს, გრძელვადიან პერიოდში კი ვალუტა კვლავ გაუფასურდება.

"ეკონომიკური ზრდა წელს ჩვენ არ გვექნება ისეთი, რამაც შეიძლება ლარის სტაბილურობა განაპირობოს. ერთადერთი, რაც ლარის კურსზე დადებითად იმოქმედოს, მაგრამ ძალიან მოკლევადიან პერიოდში, არის ის, რომ თუ სესხებს გადაიყვანეს დოლარიდან ლარში, მაგრამ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ, ძირითადი ფაქტორები ამუშავდება. რაც არის ის, რომ ქვეყანაში იმპორტი გაცილებით მეტია, ვიდრე ექსპორტი. ინვესტიციები არ შემოდის იმისთვის, რომ განაპირობოს ლარის სტაბილურობა და ყველაფერი ეს ჯამში განაპირობებს სწრაფ მერყეობებს, მეორეს მხრივ კი, მის გაუფასურებას,“ - განაცხადა გიორგი პაპავამ.

ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ 2017 წელს არ იქნება ეკონომიკური ზრდა, რაც უარყოფითად აისახება ლარის სტაბილურობაზე.





გაზიარება და მოწონება