"ნუ ითარსებით!...ჩაიგუბეთ ცოტა ხანს პირში წყალი ან ჩაიბღუჯეთ ცოტა ხანს პირში ლარი"
2017-01-05 17:10:12 · ამობეჭდვა

ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას, "ენმ"-ს წევრი დეპუტატი რომან გოცირიძე ეხმაურება:

"ლარი კვლავ მკვეთრად გაუფასურდა!
დეკემბრის ბოლო ხუთ დღეში ბიუჯეტიდან მხარჯავი დაწესებულებებისათვის გადარიცხულმა ნახევარმა მილიარდმა ლარმა სავალუტო ბაზარზე გადაინაცვლა და ლარი კვლავ გაუფასურების რეჟიმში გადაიყვანა.
ორიოდე დღის წინათ მთავრობის მიერ რიხით გაკეთებული განცხადება, რომ ლარი დაუბრუნდა მის ბუნებრივ წონასწორობას, კვლავ მცდარი აღმოჩნდა.
არაერთხელ მომიწოდებია-აცალეთ ლარს, ნუ ტეხავთ ნიშნისმოგებით გამარჯვების ყიჟინას მცირეოდენი გამყარებისას.
ნუ ითარსებით!
თქვენზე ნაკლებად არ გვინდა მყარი ლარი. ყველას ჩვენ-ჩვენი თავსატკივარი გვაქვს.
გამოაცხადეთ მორატორიუმი და ჩაიგუბეთ ცოტა ხანს პირში წყალი ან ჩაიბღუჯეთ ცოტა ხანს პირში ლარი" წერს გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.







გაზიარება და მოწონება