ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
iPlus მომხმარებლების დაბადების დღის აღნიშვნას აგრძელებს
2017-01-04 14:37:44 · ამობეჭდვა

iPlus-ი მომხმარებლებს დაბადების დღის აღსანიშნავად 2017 წელსაც გადასცემს ფასდაკლების ვაუჩერებს. თუ თქვენ, ან თქვენს მეგობარს ერთხელ მაინც გაქვთ iPhone+_ის მაღაზიებში, თუნდაც 5 ლარის ღირებულების პროდუქცია შეძენილი, დაბადების დღეს 50 ლარიდან 100 ლარამდე ფასდაკლების ბარათს გადმოგცემთ. iPlus-ის მენეჯმენტის განმარტებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ყველა მომხმარებელმა, განსაკუთრებით დაბადების დღეს კომპანიის ყურადღება და პატივისცემა იგრძნოს. “ყველას შეუძლია iPlus-ისგან მარტივად მიიღოს დაბადების დღის ფასდაკლების ვაუჩერი. უნდა მობრძანდეთ ჩვენს მაღაზიებში, შეიძინოთ თუნდაც 5 ლარის ღირებულების პროდუქცია და დაფიქსირდეთ ჩვენს მომხარებელთა ბაზაში. “აიპლიუსისგან” თქვენს დაბადების დღეს საჩუქარს მიიღებთ - iPhone+ გამოგიგზავნით სმს შეტყობინებას, რომლის საფუძველზეც გადმოგეცემათ ფასდაკლების ვაუჩერი. ფასდაკლების ვაუჩერის ასაღებად სმს-ის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მობრძანდეთ ჩვენს მაღაზიებში. ვაუჩერის გამოყენება ტექნიკის შეძენისას არის შესაძლებელი. თუ გადაწყვეტთ iPhone 5S-ის, iPhone SE-ის, iPhone 6-ის, iPhone 6S-ის, iPhone 7-ის, iPad Air 2-ის, iPad Mini 2-ის, iPad Mini 4-ის, ან Apple Watch-ის შეძენას “აიპლიუსის” მიერ თქვენი დაბადების დღის აღსანიშნავად გადმოცემული ვაუჩერით 50 ლარს დაზოგავთ. ხოლო თუ გსურთ iPhone 6S Plus-ის, iPhone 7 Plus-ის, iPad Pro-ს, MacBook-ის ან iMac-ის შეძენა საჩუქრად 100 ლარიანი ვაუჩერს გადმოგცემთ”, - აცხადებენ iPlus-ში.







გაზიარება და მოწონება