„დელტას“ ახალი ხელმძღვანელი უახლოეს პერიოდში ეყოლება
2016-12-30 14:59:41 · ამობეჭდვა

”დელტას” ახალი ხელმძღვანელი უახლოეს პერიოდში ეყოლება- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი საუბრობს. ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტურ პირებთან კონსულტაციები გაიმართება.

”დაინიშნება ახალი ხელმძღვანელი. „დელტას“ ეყოლება ახალი ხელმძღვანელი. თუმცა, მაქსიმალურად მინდა კონსულტაციები გავიარო ყველასთან, რადგან ეს არის ძირითადად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქმიანობა. მოხდება კვალიფიციურ ადამიანებთან კონსულტაცია რათა მოვძებნოთ კარგი მენეჯერი, ახალი იდეების ავტორი, რომელიც შეძლებს იმ ამოცანების შესრულებას, რა ამოცანებიც იქნება „დელტას“ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი. ”დელტასთან” დაკავშირებით ვგეგმავთ, რომ ამ ორგანიზაციამ შეასრულოს ძირითადად ის დაკვეთები, რომელიც ძირითადად ქართული შეიარაღებული ძალებიდან იქნება. ასე, რომ ეს იქნება ხელშეწყობა და დანაზოგი ქართული შეიარაღებული ძალებისთვის”, - განაცხადა იზორიამ.





გაზიარება და მოწონება