ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი ინტერესი ნატოსთან თავსებადობაა
2016-12-30 12:37:32 · ამობეჭდვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტროს მთავარი ინტერესი ნატოსთან თავსებადობაა. ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე სამინისტროს მიერ შემუშავებულ გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სტრატეგია საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობას, მოდერნიზებას და სათანადო აღჭურვას გულისხმობს.

„სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმის მთავარი მიზნები ნატოსთან თავსებადობა, შეიარაღებული ძალების მოდერნიზება და სათანადო აღჭურვაა. თუ ჩვენ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ, ჩვენ არ ვიქნებით მართლები ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ჩვენ ა ვიქნებით მართლები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებთან და ბუნებრივია დავრჩებით მხოლოდ განცხადებების დონეზე, როდესაც ვლაპარაკობთ ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას. ამიტომ ჩვენი კონკრეტული ნაბიჯები ამ რეფორმის ფარგლებში განპირობებული იყო ამ რეფორმის ფარგლებში განპირობებული იყო იმ ვალდებულებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გამყარებას უკავშირდება,“-განაცხადა ლევან იზორიამ.







გაზიარება და მოწონება