ლარი დღეს ისევ გაუფასურდა
2016-12-29 16:55:29 · ამობეჭდვა

რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ ლარი დღეს გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ღირებულება ხვალიდან 2.6562 ლარი იქნება. კურსი კი, რომელიც დღეისთვის მოქმედებდა, 2.6441 ლარი იყო.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7821 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.7596 ლარს შეადგენდა.





გაზიარება და მოწონება