ხორცპროდუქტებისა და მალფუჭებადი პროდუქტების გარდა ყველაფერი შედის სოციალურ კალათში-ნარმანია
2016-12-29 15:09:22 · ამობეჭდვა

თბილისის მერი წინასაახალწლოდ თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრობს, მისი თქმით, უფრო ხელსაყრელია წინასაახალწლო ღონისზიებებზე ტენდერის გარესე ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მოხდეს გარკვეული მომსახურების მიღება.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა სასაცუქრე კალატას,ნარმანიას თქმით, კალათში მალფუჭებადი პროდუქტის გარდა სხვა ყველაფერი შედის.

"ხორცპროდუქტების გარდა ყველაფერი შედის საახალწლო კალათაში. რაც შეეხება ტენდერებს, ჩვენ ყველაფერს ძალიან ღიად ვაკეთებთ. სიმღერებთან, კონკრეტულ რეპერტუართან და ასეთ საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით როგორც წესი, ტენდერის გამოცხადება, შედეგს არ იძლევა, ამიტომ ასეთ მომსახურებას ვყიდულობთ გამარტივებული გზით. სხვა შემთხვევაში, ქალაქის მორთვასთან დაკავშირებით, სცენის აწყობა-დაშლის საკითხი და სხვა მომსახურებები წინასწარ გავითვალისწინეთ და ტენდერის წესით გაკეთდა", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.





გაზიარება და მოწონება