ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
ლარი 2 თეთრით გამყარდა
2016-12-28 17:01:58 · ამობეჭდვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. 29 დეკემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6441 ლარი იქნება. კურსი კი, რომელიც დღეისთვის მოქმედებდა 2.6683 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა და 28 დეკემბერს ერთი ევროს შეძენა 2.7596 ლარად იქნება შესაძლებელი.







გაზიარება და მოწონება