შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ პედაგოგების ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა-ალექსანდრე ჯეჯელავა
2016-12-27 12:32:48 · ამობეჭდვა

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტი პედაგოგების ხელფასების გაზრდა იქნება. როგორც ჯეჯელავამ განაცხადა, საამაყოა, რომ ბოლო წლებსი მასწავლებელთა ანაზღაურება გაიზარდა.

"მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ პედაგოგების ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა, შეგვიძლია დავპირდეთ პედაგოგებს, რომ შემდგომში მათი ანაზღაურების გაზრდა ჩვენი პრიორიტეტი იქნება,“- აღნიშნა ჯეჯელავამ.







გაზიარება და მოწონება