თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაცია სამოქალაქო პერსონალს შეეხება - ჩაჩიბაია
2016-12-27 11:10:42 · ამობეჭდვა

რეორგანიზაციის ფარგლებში, ოპტიმიზაცია უწყებაში ძირითადად სამოქალაქო პერსონალს შეეხება და სამხედრო მოსამსახურეების რიცხოვნობაზე არ აისახება. ეს განცხადება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დასავლეთ საქართველოში სამხედროებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის 67% ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის, გამონთავისუფლებული სახსრები სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მოხმარდება.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობის მიზნით, გენერალური შტაბის უფროსი დასავლეთ სარდლობის ყველა სამხედრო ქვედანაყოფს ესტუმრება და მათ ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.





გაზიარება და მოწონება