თსუ-ს განვითარების სტრატეგიული გეგმა დამტკიცებულია-ბიუჯეტი 79 მილიონი ლარი 
2016-12-24 12:50:09 · ამობეჭდვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა დამტკიცებულია. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მედიას 2017 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომელზეც 3 თვის განმავლობაში სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი 79 მილიონი ლარი იქნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძის განცხადებით, 2017 წლის უნივერსიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები.

ბიუჯეტი არის 79 მილიონი ლარი. 30%-ით შევამცირეთ წარმომადგენლობითი ხარჯები, მივლინების ხარჯები - 26%-ით და ა. შ. ბევრი მტკივნეული რამ გავაკეთეთ და კიდევ ბევრი შემცირების გაკეთება მოგვიწევს. იმიტომ, რომ ბიუჯეტი თავის ხასიათით დეფიციტურია. გარდამავალი ნაშთი, რომელიც ყოველთვის გვქონდა, წელს ნაკლებად გვაქვს, ბიუჯეტი ძალიან პრობლემატური და კრიზისულია. კრიზისულ ბიუჯეტს სჭირდება კრიზისული მართვა, რაც გულისხმობს ზოგადად არაპოპულარულ ნაბიჯებს, მაგრამ აუცილებელს“, - განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.

გიორგი შარვაშიძემ დღესვე განაცხადა, რომ სტუდენტური დაფინანსების წესში ცვლილებების შეტანა იგეგმება.





გაზიარება და მოწონება