ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
USAID-ი საქართველოს 22, 5 მლნ. დოლარს გამოუყოფს
2016-12-22 16:46:15 · ამობეჭდვა

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს დამატებით 22-ნახევარ მილიონ დოლარს გამოუყოფს. ცვლილებები სამ საგრანტო ხელშეკრულებაში შევიდა და მას ხელი ფინანსთა სამინისტროში მოეწერა.

შეთანხმებები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი, ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და “მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“.

შეთანხმებების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება, ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის.







გაზიარება და მოწონება